მოვუწოდებ ყველა თაობის ჩემს მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ რუსული კანონის წინააღმდეგ დღეიდან დაწყებულ ყველა აქციაში და დაიცვან საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი!,-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ამ წუთებში იურიდიულ კომიტეტზე რუსულ კანონს განიხილავენ, პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.