სააკაშვილი: მოუხდებათ აუცილებლად რიგგარეშე არჩევნებზე წასვლა, ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუწევს, ვინაიდან მმართველ გუნდს სხვა ალტერნატივა არ აქვს.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მესამე პრეზიდენტი “მთავარი არხის” ეთერში გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, თავის სამომავლო გეგმებს ის მომდევნო კვირაში გამოაცხადებს.

“ნიკა მელიას გამოშვება აუცილებლად მოუხდებათ, ისევე როგორც რურუასი, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრების. მაგალითად, მიხეილ ბატურინის, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ეჭვი აქვთ, შეიძლება სააკაშვილთან რამე კავშირი აქვს და უკრაინელი მეზღვაურების, რომელიც იქ არის. მოუხდებათ აუცილებლად რიგგარეშე არჩევნებზე წასვლა, ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს.

ჩემს გადაწყვეტილებებს მე მომავალ კვირას გამოვაცხადებ. გამოვაცხადებ ჩვენი გამარჯვების ჩემეულ გეგმას და ხედვას”,-თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი: კორონავირუსის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო
შემდეგი სტატია“გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები” – ქართველი ემიგრანტების აქცია ათენში