სააკაშვილი – მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს, თავის ეზოში, თავის სოფელში პუტინისგან მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტი შექმნას

იმისთვის რომ დაგეხმაროთ, არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს. თქვენ იცით რა ენერგია და შესაძლებლობა მაქვს იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მისივე თქმით, ის საქართველოში ჩამოვიდა იმიტომ, რომ დინების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„მე ჩამოვედი აქ იმ დროს, როცა ნახევარი მილიონი ადამიანი გარბის საქართველოდან. მე მინდა გითხრათ, რომ წამოვედი დინების საწინააღმდეგოდ. ზვიად გამსახურდია ამბობდა, რომ დინებას ყოველთვის მკვდარი თევზები მიყვებიანო, მე არ მინდა ვიყო მკვდარი თევზი, ჩვენ არავინ არ უნდა ვიყოთ მკვდარი თევზი. ამიტომ მოქმედება!

მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს თავის ეზოში, თავის სოფელში, შექმნას თავისი საკუთარი, პუტინისგან მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტი. იმისთვის რომ დაგეხმაროთ, არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს. იმიტომ, რომ თქვენ იცით რა ენერგია და შესაძლებლობა მაქვს იმისთვის რომ დაგეხმაროთ. მინდა შეგახსენოთ როგორ ითქვა, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღვძარითო იმიტომ, რომ პოლიტიკაში იყო მიხეილ სააკაშვილი ჩართულიო. მინდა შეგახსენოთ რა პოლიტიკაში ჩავერთე, როცა ამათ აღმიძრეს სისხლის სამართლის საქმეები. მე არ ვიყავი ქართულ პოლიტიკაში, დავინიშნე ოდესის ოლქის გუბერნატორად უკრაინაში, ყელში ვყავდი პუტინს გაჩხერილი. შემთხვევით პუტინმა ხომ არ გიკარნახათ რომ პოლიტიკაში ვარ ჩართული და ამის გამო უნდა აღძრულიყო საქმე?! ოდესის ოლქში გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეში აღმიძრეს სისხლის სამართლის საქმეები, მეტი რაღა დადასტურება გინდათ?! გამოდის ღარიბაშვილი, იძახის, რომ იმიტომ აღვუძერით, პოლიტიკაში იყოო. დიახ, პოლიტიკაში ვიყავი, უკრაინულ პოლიტიკაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, იმ ადგილზე, სადაც პუტინს ეს არ სიამოვნებდა. საქართველოს ყიდიან, გაყიდეს, მიაყიდეს რუსეთს და მისი უკან გამოთხოვა იმ ხალხის აუცილებელი ვალდებულება, რომელსაც ბანკის კრედიტი აქვს და ყოველი მე-5, მე-6 ამას ვერ იხდის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური გირაოთი გათავისუფლდა და სააკაშვილი ციხეშია, ამაზე მეტი რა უნდა თქვა ივანიშვილის რეჟიმზე?”
შემდეგი სტატიადავითულიანი სააკაშვილზე – ეს იყო დრომოჭმული ავტოკრატის აბსურდული, საკუთარი მსხვერპლების მიმართ ნულოვანი ემპათიის და სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა