სააკაშვილი: მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი

“მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი”, -ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სადაც ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროდან გირაოთი გათავისუფლებას.

77 დღიანი პატიმრობის შემდეგ ნიკა მელიას 40 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და ციხიდან დღეს, 10 მაისს, გათავისუფლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა– 40 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით გუშინ განცხადებას გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო.

banner
წინა სტატიაშიპანდემიას ესპანეთში ქართველი ბინის ქურდების აქტიურობისთვის ხელი არ შეუშლია
შემდეგი სტატიაკრამონი: მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნა მიღწეული