სააკაშვილი – მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი! ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ იგივე რეჟიმი შეიწყალებს, რომელმაც სრულიად სასაცილო საქმეები შეუკერა.

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მისი და ქვეყნის გათავისუფლებაც მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია.

“მივესალმები მთელ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ერთიანობისა და აქტივობის პროცესს. ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, როდესაც ყველა ქალაქში დაამარცხა “ოცნება”, და ის, რომ გამყალბებლებით, სიის მაგიდის ქალბატონებით, და ძველბი ბიჭებით თქვენ ეს გამარჯვება მოგპარეს სულაც არ მეტყველებს რეჟიმის სიძლიერეზე. რეჟიმს, რომელსაც სიტყვა რევოლუციაზე აკანკალებს სიმტკიცის მარაგი მთლიანად ამოწურული აქვს და ახლა ჩვენი გამოსვლებით ყველგან ვაჩვენებთ მსოფლიოს და ივანიშვილს, რომ ჩვენი გამარჯვება გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ და ასეთი სიმწარით მოპოვებული გაამრჯვება ხალხს უნდა დავუბრუნოთ.

მივესალმები ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ რუსთავის ციხესთან და იგივეს აპირებენ სამეგრელოში, მივესალმები “გირჩელი” იმედა კლდიაშვილის სამოქალაქო გმირობას ქუთაისში, იზო ორიკაძის გამბედაობას სიმართლის თქმაში და მოვუწოდებ სხვა ადამიანებს ვისაც აიძულეს ქართველი ხმის გაყალბებაში მონაწილეობას, მიბაძონ რიკაძის მაგალითს და იმ პოლიციელების მაგალითს, ვინ გადადგა, მაგრამ სიმართლე თქვა. ახლა აღარაა არც პარტიული კუთვნილებით, არც წარსული საქმიანობით დაყოფის დრო, დრო არის ერთიანობის და ბრძოლის. ჩვენ არცერთ ერზე ნაკლები არ ვართ და ბრძოლა აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. რეჟიმი ძალიან სუსტია.

რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულად სასაცილო საქმეები შემიკერა ახლა შემიწყალებს, ნურავის ნუ გვაქვს ამის მოლოდინი. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან და ამგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს, გამათავისუფლებს მეც.

მე არ მსურს არცერთი თანამდებობა, მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა თავისუფლად გადავაადგილდებოდე საქართველოში და თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებს შორის”, – წაიკითხა მიმართვა გიორგი გელხაურმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ჯერჯერობით, ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალ პერიოდში გამოჩნდება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერ განცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე