სააკაშვილი: მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა, მინიმუმ 50 პროცენტს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო პრაქტიკულად, ძირითადი ნაწილი ოპოზიციური ხმების. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა, მინიმუმ 50 პროცენტს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან კარგ ფორმაშია.

„ძალიან ვამაყობ „ნაციონალური მოძრაობით, რომელმაც არა მხოლოდ მოიპოვა ამომრჩევლის ნდობა იმ პირობებში, როდესაც ამხელა ზეწოლა იყო და ყველანაირი რეპრესია განხორციელდა ჩვენი პარტიის მისამართით, არამედ აიღო ყველანაირი ობიექტური ეგზიტპოლით 35 პროცენტზე მეტი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო პრაქტიკულად, ძირითადი ნაწილი ოპოზიციური ხმების. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა მინიმუმ 50 პროცენტს. ეს ყველამ კარგად იცის და იმიტომაც არ მიშვებენ საქართველოში. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან კარგ ფორმაშია, ჩვენ ვართ გამარჯვებული დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ბოლო საპარლამენტო არჩევნებში. მე ძალიან ვამაყობ ოპოზიციური ერთობით და იმით, რომ დღეს საბოლოოდ ყველა ოპოზიციურმა ძალამ შეიტანა განცხადება, რომ ისინი უარს ამბობენ მანდატებზე. ახლა „ოცნება“ შეეცდება, გაწელოს პროცესი, დაიწყებს ვაჭრობას. კარგად ვიცი, რას სთავაზობდნენ, ორიდან-სამ მილიონამდე ჩვეულებრივ დეპუტატს. ჩვენ საუბარი გვაქვს არა იმ 90 მილიონერზე, რომელიც „ოცნებამ“ გაიყვანა პარლამენტში, არამედ საუბარი გვაქვს ძალიან ბევრს ადამიანზე, მათი უმეტესობა საკმაოდ ხელმოკლეა, მათთვის ის ხუთი ათასი ლარი ხელფასი ძალიან მნიშველოვანია. ამ ადამიანებმა ჩაიდინეს სამოქალაქო გმირობის ტოლფასი რამ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც სამმაგდება ჯარიმა -წვეულებაზე დასწრებაზე ჯარიმა განისაზღვრა 750 ევროთი, ხოლო მისი ორგანიზება – 4 000 ევროთი
შემდეგი სტატიაგერმანიის ელჩი უნდა იყოს უფრო ფრთხილად საქართველოს ისტორიის პერსონაჟებზე საუბრისას