სააკაშვილი : მე მინდა, საქართველო იყოს პუსტა-პუსტა ქვეყანა კი არა, ერთ-ერთი წამყვანი და სამაგალითო მსოფლიოში და ლიდერი რეგიონში

თქვენ დღეს ესაუბრებით ადამიანს, რომელსაც სამჯერ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრობა, რომელიც იყო იმ ოლქის გუბერნატორი, რომელიც ტერიტორიულად, პრაქტიკულად, თითქმის საქართველოს ზომისაა, ჩემს თავზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და არა, ვიღაც „ჭე“ კლასის ლიგის წარმომადგენელზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს სახელი საზღვარგარეთ სწორედ მას უკავშირდება.

„თქვენ დღეს ესაუბრებით ადამიანს, რომელსაც სამჯერ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრობა, რომელიც იყო იმ ოლქის გუბერნატორი, რომელიც ტერიტორიულად, პრაქტიკულად, თითქმის საქართველოს ზომისაა, ჩემს თავზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და არა, ვიღაც „ჭე“ კლასის ლიგის წარმომადგენელზე. გადახედეთ საბერძნეთის პრესას, ჩემი იქ ჩასვლა ერთ-ერთი მთავარი თემაა, სადაც არ უნდა გამოვჩნდე, საქართველოს სახელი უკავშირდება, გვინდა თუ არ გვინდა, ვინმე ბოღმით და შურით სკდება თუ არა, მე მიკავშირდება.

მე ბევრი გავაკეთე, რომ საქართველო მთელი მსოფლიოსთვის სალაპარაკო ყოფილიყო. თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც არის ყველაზე მეტად კომპეტენტური საქართველოს კრიზისიდან გამოსაყვანად, ამას თუ ვინმე არ აღიარებს, ის უბრალოდ ან იდიოტია, ან სხვა მოტივები ამოძრავებს. ამიტომ, მე არ მაღელვებს არც ერთი თანამდებობა. მე მინდა, საქართველო იყოს სხვათა შორის, პუსტა-პუსტა ქვეყანა კი არა, ერთ-ერთი წამყვანი და სამაგალითო მსოფლიოში და ლიდერი რეგიონში. დიახ, მე ვარ ძალიან ამბიციური ადამიანი, მაგრამ ჩემი ამბიცია ჩემი ქვეყნის წარმატებას და თანამემამულეების უკეთესად ყოფნას უკავშირდება“, – განაცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ის, რომ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში მხოლოდ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ხდება პოლარიზება და ამაზე „ევროპული საქართველო“ საუბრობს, მისთვის სასიხარულო არ არის.

სააკაშვილის თქმით, მიესალმება ახალი ლიდერების გამოჩენას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საქართველოში ვერ მოხდა.

„ვინ უშლიდა მათ ხელს ჩამოყალიბებულიყვნენ ისეთ ლიდერებად, რომელიც გამორიცხავდა პოლარიზაციას? არ მოხდა ეს. რომ გითხრათ ეს მიხარია, ასე არ არის. მივესალმები ყოველთვის ახალი ლიდერების გამოჩენას. თავისუფალი კონკრუნციაა.

ხალხი, რომელიც იძახის, რომ სააკაშვილი არ უნდა შემოვუშვათ მოედანზე იმიტომ, რომ ძალიან დიდია და ჩვენ არ გვაძლევს ჩვენი ამბიციების რეალიზაციის შესაძლებლობასო, გაზრდილიყავით თქვენც, მე რა გიყოთ. მეგობრებო, აქ საუბარი ამბიციებზე კი არ არის, ჩვენ უნდა ამოვიყვანოთ ქართველი ხალხი ამ უბედურებიდან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა. როგორც უგულავამ განაცხადა, სააკაშვილმა ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას, მერაბიშვილმა კი სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები გააღვივა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში მოქალაქეების თერმოსკრინინგის მიზნით მოწყობილი ე.წ. ბლოკპოსტები გაუქმდა
შემდეგი სტატიაილჰამ ალიევი : გათავისუფლებულ მიწებზე ქალაქებს გავაშენებთ და სამოთხედ გადავაქცევთ