სააკაშვილი: მე არ ვაპირებ გოლების გატანას, გოლები უნდა გაიტანონ პრეზიდენტმა და სხვა თავდამსხმელებმა

Former Georgian president Mikhail Saakashvili smiles as he arrived at the opposition headquarters in Kiev, Ukraine, Saturday, Dec. 7, 2013. As thousands of anti-government protesters kept their vigil in Ukraine's capital Saturday, officials sought to reduce their anger with assurances that Russian and Ukrainian presidents didn't discuss Ukraine joining a Russian-led customs union at a meeting this week. (AP Photo/Efrem Lukatsky)

მე არ ვაპირებ გოლების გატანას, გოლები უნდა გაიტანონ პრეზიდენტმა და სხვა თავდამსხმელებმა – ამის შესახებ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა “ღამის მთავარში” ისაუბრა, მასთან კონსულტაციების მიღების მიზნით, სახლსა და უკვე სამსახურშიც პარლამენტის წევრები ხშირად დადიან.

მე ვარ მოთამაშე მწვრთნელი, დაცვის პოზიციაში და იქიდან გავამხნევებ და რაღაც წვლილს შევიტან ამ გუნდში. მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ეს ქვეყანა ჩემი პოლიტიკური კარიერისთვის გამოვიყენო. ეს არ არის ჩემი მიზანი. ჩემი მიზანია უკრაინა იყოს ძლიერი. თუ უკრაინა იქნება ძლიერი საქართველოც იქნება წარმატებული, მას ეყოლება ძალიან მყარი დასაყრდენი უკრაინის სახით, – აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ჩემს ვიცეპრემიერად დასამტკიცებლად, პარლამენტში საკმარისზე მეტი ხმა იყო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის მთავარი პროკურორის მრჩეველია