9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

სააკაშვილი: მე არ გეპატიჟებით წარსულში, მე გეპატიჟებით მომავალში მე არ მინდა ძალაუფლება

“რეჟიმი იზოლირებულია, არათუ თავისუფალი სამყაროსგან, არამედ ოკუპანტი რუსეთისგანაც. ერთადერთი, რაზეც დგას დიქტატურა, ეს არის შიში.
ერთ მხარეს არის ფული, მეორე მხრიდან უნდა დავუპირისპიროთ ამას გამბედაობა, რისი თვალსაჩინო მაგალითიც გვაჩვენეს დატყვევებულმა ახალგაზრდებმა.
მთელი ერი ტყვეობაში ჰყავს ერთ ფეოდალს. თავისი ერთგული რეზინი გამოამწყვდია ციხეში. ზებრა დასვა პრეზიდენტად.
ამან შეუძლებელია დიდხანს გასტანოს. თუ ჩვენ როგორც საზოგადოება ვიქნებით ჩვენს სიმაღლეზე. უნდა დავძლიოთ შიში და ვთქვათ შეულამაზებელი მწარე სიმართლე სიმართლე იმაშია, რომ ვარდების რევოლუციის რეფორმებს, ბევრმა ვერ აუწყო ფეხი. დავეტაკეთ ქართულ ჯიგრულ პონტს, სინამდვილეში კრიმინალის, ნეპოტიზმის ფსიქოლოგიას და სუბკულტურას. ამ დაჯახების დროს მძიმე შედეგები იყო, მათ შორის ჩვენთვის. რეალურად მოვახდინეთ მენტალური რევოლუცია და ამას დაუპირისპირდა ეს ყაჩაღური კლანი.
სწორედ ამ მოუმზადებლობამ ჩემი რეფორმებისთვის, გამოიწვია მრავალწლიანი ბიპოლარული აშლილობა, რაც გამოიხატება ლოზუნგებში, „არც ნაცი და არც ქოცი“, რაც ნიშნავს ქოცობას.
ყველამ დავსვათ კითხვები, იქნებოდა თუ არა ჩვენი ქვეყანა უფრო მდიდარი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო. იარსებებდა თუ არა მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო. დაბრუნდებოდა თუ არა ქვეყანაში კორუფცია და კრიმინალი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, მოვატანინებდი თუ არა მოპარულ ყველა თეთრს უკან, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, იქნებოდა თუ არა თითქმის 800 000 სოციალურად დაუცველი. აქ არის კურსის გაგრძელებაზე და არა ჩემს ხელისუფლებაში ყოფნაზე.
მე არ გეპატიჟებით წარსულში, მე გეპატიჟებით მომავალში. მე არ მინდა ძალაუფლება.მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში. მე მზად ვარ მივიღო მონაწილეობა საქართველოს კრიზისიდან ამოთრევაში.
ახლა ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება. რა პრინციპები და განსხვავება. რით განვსხვავდებით, გარდა იმისა, რომ ყველა მენიუში ვყავართ შესაჭმელად ფეოდალს?“-თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

“დღეს არის ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს ისტორიის. დიქტატურამ ჩამოაფარა ფარდა ჩვენსა და თავისუფალ სამყაროს შორის. ყვარყვარეს ციხე გადაჭედილია, საზოგადოებაში დასადგურებულია უიმედობა, მაგრამ მე მოვედი რომ გითხრათ, იმედი არის და თავისუფლება და ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზეა. რეჟიმი იზოლირებულია არა მხოლოდ ცივილიზებულ სამყაროსგან, მათ შორის ჩვენი მეზობლებისგანა, ოკუპანტ რუსეთისაგანაც, რომელსაც ყველანაურად ბაძავს და ცდილობს ასიამოვნოს. ერთადერთი რაზეც დგას დიქტატურა, არის ინერტულობა და შიში. რუზველტს რომ დავესესხოთ, “მხოლოდ ერთი რამის შიში უნდა გვქონდეს, ეს არის თავად შიში”.

ვინაიდან ერთ მხარეს არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი და სრული გაურკვევლობა, აქედან უნდა დავუპირისპიროთ გამბედაობა, რომლის მაგალითიც უკვე გვაჩვენეს დატყვევებულმა ახალგაზრდებმა. მე შევეცადე ამის მაგალითი მომეცა, ზღვა გადავცურე, მომწამლეს, მიწაზე მათრიეს, ორჯერ ვიყავი ახლოს სიკვდილთან და ახლაც ყოველდღირუად ვრისკავ ჩემს სიცოცხლეს. მთელი ერი მძევლად ვყავართ აყვანილი ერთ სულიერს, რომელმაც საკუთარი მთავარი ვეზირი, პრემიერ მინისტრს რომ უწოდებდა, ციხეში გააგზავნა. გადაწყვიტა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი და მისი დანაშუალების თანამონაწილე დაეჭირა – აჭარაში გასული ვასალი გაიმეტა სასიკვდილოდ, მოწამლა ხალხი და მომწამლა მეც. ვინც თვალში ცუდად მოხვდა, საკუთარ ბიზნესპარტნიორებს ალპობს ციხეში და ზებრა დასვა პრეზიდენტად. ეს არის მაფიოზური სტრუქტურა. რა არის მაფიის ბოსის ამოცანა – ყველა ამყოფოს შიშში – მოსალხეობა ამყოფოს შიშში და თავსიივე კლანსი წევრები ამყოფოს შიშში. ეს არის კლასიკური მაფიოზური სისტემა იმ ადამიანსი მიერ ჩმაოყალიბებული – ჩეულებრივი 90-იანი წლების რუსული მაფიოზური კლანი. ამან შეუძლებელია დიდხანს გასტანოს, თუ ჩვენ, საზოგადოება ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, დავძლევთ შიშს.

ვარდების რევოლუციის რეფორმას ბევრმა ვერ აუწყო ფეხი. ჩვენ დავეტაკეთ დამპყრობელის მიერ დამკვიდრებულ ქართულ-ჯიგრულ პონტს – სინამდვილეში მონურ ფისქოლოგიას, კორუფციის და ნეპოტიზმის სუბკულტურას, რეალურად მოვახდინეთ მენტალური რევოლუცია და ამ მენტალურ რევოლუციას დაუპირისპირდა ეს ყაჩაღური კლანი”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა: “საქართველოს გადარჩენის ერთადერთი და რეალური შანსი არის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანებაში”
შემდეგი სტატიაგიორგი შარაშიძე: „ოცნების“ იზოლაციონისტურმა და ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ, სამწუხაროდ, შედეგი გამოიღო