სააკაშვილი – მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და სინანულს, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ

„ბევრი მოთხოვნა იყო, წინა ჩემს გამოსვლაში რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა და მეტი სინანული. ვინც სინანულისკენ მომიწოდებდა, როდესაც ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია, მათთვის ეს დაახლოებით ისეთივე სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდნენ თავისვე აღიარებული საჯაო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უდნა, დანარჩენ საზოგადობასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, მთლიანად საზოგადოებაზე. ჩემი საპრეზიდენტო ფიცი მე დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე, და დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი, ეს არის, პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიის ერთმანეთთან შეწონვა აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება, რეფლექსია, ფიქრი, იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი.

მაგრამ, დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს თურქ სელჩუკების ტყვეობაზე და თურქ სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის. როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წინა სტატიაშისააკაშვილის საქმის მოსამართლე – აღნიშნულ საქმეს ვიხილავთ უკვე 6 წლის განმავლობაში და არა 9 წლის განმავლობაში, როგორც ზოგჯერ ამბობენ ხოლმე
შემდეგი სტატიაიყო მოვდივართ, მოვდივართ, მოვდივართ, დაიწყო კარებებმა ბრახუნი…- მიხეილ სააკაშვილმა არაადამიანური მოპყრობის ახალ დეტალებზე ისაუბრა