“სააკაშვილი მართლა ქვეყნის სირცხვილია”

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა დიდი ხნის წინ უნდა ჩამოერთვათ.

როგორც ბურჯანაძემ ტელეკომპანია “GDS”-ის ეთერში, გადაცემა “2030”-ში ჩართვისას განაცხადა, იუსტიციის სამინისტროს მიერ პრეზიდენტისთვის გაგზავნილი დასკვნა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის გაუქმების დამტკიცებასთან დაკავშირებით, დაგვიანებულია.

“მიმაჩნია, რომ ეს დაგვიანებული გადაწყვეტილებაა. ერთი კვირის წინ საზღვაგარეთ ვიყავი და გამომესაუბრა ადამიანი, რომელიც “New york times”-ში მუშაობს. მითხრა, რომ შოკირებული ვიყავი როდესაც გავიგე, რომ თქვენმა პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის მოქლაქეობაზე უარი თქვაო. არც მეგულება ასეთი პრეცენდენტი ცხოვრებაში. იუსტიციის სამინისტრომ დააგვიანა. როცა სააკაშვილმა გამოაცხადა უკრაინის მოქალაქეობის მიღება და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მაშინ უნდა ჩამოერთვათ საქრათველოს მოქალაქეობა, როგორც ეს ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის მიმართ ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას. სააკაშვილი მართლა ქვეყნის სირცხვილია. როდესაც პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და სხვა ქვეყნის გუბერნატორად იწყებს მუშაობას, სირცხვილია. უკრაინაში ის უზარმაზარ ფულს აკეთებს კონტრაბანდით. იგივე ოდესის პორტში უამრავი უკანონობით და მისი თანაგუნდელებისათვის ეს ნამდვილად აარაა უცხო. მაგრამ ამ ქვეყნის მოსახლეობას და მეც ის პრეტენზია გვაქვს, რომ ყველაფერი გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” იმისთვის, რათა “ნაციონალური მოძრაობა” გაცოცხლებულიყო”, – აღნიშნა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიშეცდომით დანგრეული ხიდი – გამარჯვებულ კომპანიას ობიქეტი აერია
შემდეგი სტატიათურქეთ-რუსეთის კრიზისის შემდეგ, საგარეო უწყებების პირველი შეხვედრა შედგა…