სააკაშვილი კულტურის სფეროს პროტესტს ეხმაურება: რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროტესტს ეხმაურება.

“რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან.

რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი. ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი.

მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს” – აქცია კულტურის სამინისტროსთან
შემდეგი სტატიაკლინიკაში კოვიდპაციენტმა ექთანი დაჭრა