15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

სააკაშვილი კრიტიკოსებს: ჩემი დაკნინებით პოლიტიკურ წარმატებას ვერ მიაღწევთ

„თვითდამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე არავის წარმატებას არ მოუტანს,“ — ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს.

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გაერთიანების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ახლა სწორედ ერთად დგომისა და კონსოლიდაციის დროა.

მისი თქმით, იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც დღეს მას აკრიტიკებს, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თავადაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკაში და სხვადასხვა პოზიციებს იკავებდნენ.

„მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩემს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე. მივესალმები აქტიურ და შემტევ ოპოზიციას, თუმცა უნდა ითქვას, რომ თვითდამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე ვერავის მოუტანს წარმატებას — რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია. თუ თქვენ მომავლის პოლიტიკოსები ხართ, მე მხოლოდ მივესალმები თქვენს წარმატებას.

ვინც დღეს მაკრიტიკებს, მათი დიდი ნაწილი ჩემს დროსაც პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული. ზოგი მათგანი თავად იყო სისტემის ნაწილი, სხვები კი იმ ადამიანების შვილები არიან.

არიან ადამიანები, ვისაც მე დავეხმარე ფეხზე დადგომაში, მაგრამ დღეს სწორედ ისინი მიპირისპირდებიან. არიან ისეთებიც, ვისაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩავაცვი და დღეს ისინი ჩემ წინააღმდეგ გამოდიან.

მიუხედავად ამისა, მათი უმეტესობა კარგი ადამიანია. სწორედ ამ ხალხს — მათ შორის ახალ თაობას — სჭირდება სიფრთხილე, გაერთიანება და ერთიანი ბრძოლა.

ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ივანიშვილსა და მის გარემოცვას ვაძლევთ დაპირებებს და სანაცვლოდ ირიბ სარგებელს ვიღებთ — ეს მიუღებელია.

ბევრმა ადამიანმა დიდი მსხვერპლი გაიღო, ბევრმა ციხე გამოიარა, ზოგი დღესაც ციხეშია ან საფრთხის წინაშე დგას. ამ ადამიანებს მე განსაკუთრებულ პატივს ვცემ,“ — განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათვის ბოლომდე საქართველოში გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება