სააკაშვილი: კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია

„კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია. მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის.“ – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში სამთავრობო ცვლილებებზე.

„კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია.
მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის:
დედები ისევ გააგრძელებენ უთანასწორო ბრძოლას შვილებისთვის ლუკმის მოსაპოვებლად;
სტუდენტები ისევ ვერ დასაქმდებიან მიღებული პროფესიის მიხედვით;
ბებიების და ბაბუებისთვის ერთადერთ გულის გამახარებელ ფაქტად დარჩება საერთაშორისო ზარები უცხოეთში გადახვეწილი შვილებისგან და შვილიშვილებისგან.
ამ ბანდის ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრება და ხელისუფლების განმტკიცებაა. მათ ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ.“ – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურამ ადევნების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე – შიდა დემოკრატიული პროცესები შესაძლებლობების კონფიგურაციათა ძიებას მოითხოვს