სააკაშვილი კიევში მოკლულ ჟურნალისტზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 20, 2016 14:33

სააკაშვილი კიევში მოკლულ ჟურნალისტზე

სააკასჰვილიოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი კიევში ჟურნალისტ პაველ შერემეტოს აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “კიევში ჩემი მეგობარი ააფეთქეს. 2009 წელს მან ჩემზე ძალიან კრიტიკული, ვფიქრობ, აბსოლუტურად უსამართლო ბრალდებებით სავსე წიგნი დაწერა. მაიდანის შემდეგ კიევში სასტუმროს ფოიეში მოვიდა ჩემთან და ინტერვიუ მთხოვა. არ ვიცი რატომ , მაგრამ გადავწყვიტე მისთვის შანსი მიმეცა და არ წამიგია. ინტერვიუ გულწრფელი და ძალიან პროფესიონალური გამოვიდა, ჩვენ თანდათან ვახლოვდებოდით.
პაველი პატარა ადამიანებს პოულობდა, ისეთს, როგორიც არის ღვინის მწარმოებელი რამდენიმე ჰექტარი ვენახით შაბოდან, ან არც თუ ისე დიდ კომპანია კობლევოი, რომელსაც საგადასახადომ გადაუარა და მათ დაცვას ღირსების საქმედ აქცევდა არა მხოლოდ მისთვის, არამედ, ჩვენთვის, ყველასთვის.
იმ, ჩემთვის მიუღებელი წიგნიდან, ის ჩემი მფარველი ანგელოზი გახდა და მოსყიდულ ჟურნალისტებს იგერიებდა ჩემგან და ჩემი გუნდიდან. ის ღრმად წესიერი და პატიოსანი ადამიანი იყო.
ტერორისტების მიერ მისი მოკვლა განცდას მიმძაფრებს, რომ ჩვენ, საკუთარ ქვეყანაში ძალიან საშიში რამ გველოდება, პოლიტიკური კლასი კი, დახუჭული თვალებით ხრამისკენ მიგვაქანებს. ჩვენ ისინი ჩვენი ყვირილით უნდა გავაჩეროთ, დასანანია, რომ პატიოსანი უკრაინა ერთი ხმით ნაკლები გახდა” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პაველ შერემეტა დღეს დილით ააფეთქეს რედაქციის მანქანაში, რომელითაც ის სარგებლობდა.

კიევის პროკურატურამ ჟურნალისტ პაველ შერემეტოს გარდაცვალებაზე სისხლის სამართლის საქმე “განზრახ მკვლელობის” მუხლით აღძრა , უწყების პრეს-მდივანმა ნადეჟდა მაკსიმეცმა განაცხადა. ასაფეთქებელი ნივთიერების სიმძლავრე 400-600 გრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.
უკრაინული “ახალი გაზეთის” ცნობით, დაღუპული ჟურნალისტის მეგობრები ამბობენ, რომ ის უკანასკნელ ხანებში საუბრობდა იმაზე, რომ მას უთვალთვალებენ.

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს თქმით, ჟურნალისტის დაღუპვა “საშინელი ტრაგედიაა”. “შოკი, სხვა სიტყვები არ მაქვს” – დაწერა პრეზიდენტმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე.

“გამოძიება ყველა სავარაუდო ვერსიას განიხილავს, რომელიც მის მოღვაწეობასთან იქნება კავშირში. გამორიცხული არ არის რუსული კვალი” – პროკურორმა თქვა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 20, 2016 14:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,170
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics