სააკაშვილი: ყველაფერი დაფარული ერთხელაც ნათელი გახდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე წერს, რომელსაც დაქირავებული ადამიანები ახორციელებდნენ წარსულში, როცა ის საქართველოს პრეზიდენტი იყო და მიმდინარე მომენტში, როცა ის უკრაინაში მოღვაწეობს: “მსოფლიო სააგენტოები ავრცელებენ, რომ სკანდალური ამერიკელი პიარის სპეციალსიტი პოლ მანაფორტი 2005 წელს პუტინის დავალებით მისმა ერთ-ერთმა ოლიგარქმა დაიქირავა ჩემი და ჩემი ხელისუფლების დასავლეთში დისკრედიტაციისათვის. ეს ხსნის იმ ცრუ და პროპაგანდისტულ სტატიებს, რომლებიც იმ წლებში ჩვენი რეფორმების დისკრედიტაციისათვის იწერებოდა დასავლეთში. იმავე წლებში, ის ცხადია, იანუკოვიჩზეც მუშაობდა. ზუსტად ასევე, ავტორიტეტული ორგანიზაცია “ფრიფომ ჰაუსის” დირექტორი ადრიან კოროტინსკი იანუკოვიჩმა მისი საქმეების გასათეთრებლად დაიქირავა, ახლა კი ის ბანკოვის დავალებით ჩემს წინააღმდეგ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ბრძოლა ერთიანია უკრაინაში, საქართველოში. ერთი მხრივ ჩვენი ხალხები, მეორეს მხრივ – ჩვენი საერთო მტრები: პუტინი, ოლიგარქები და მათ მიერ დაქირავებული “მოღვაწეები” როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი დაფარული, ერთხელაც ნათელი გახდება” – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებულები უმაღლეს განათლებას მიიღებენ
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრი: ხალხის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ