25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

სააკაშვილი: ხუთჯვრიანი დროშა მიშას დროშა არაა, ეს არის ისტორიული დავითიანი დროშა, რომელიც წინააღმდეგობის სიმბოლო უნდა გახდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში  მიმართვას აქვეყნებს, სადაც ოპოზიციასა და მოქალაქეებს მოუწოდებს, პარტიული ამბიციების ნაცვლად, ეროვნული სიმბოლიკის გარშემო გაერთიანდნენ.

ექსპრეზიდენტი ხაზს უსვამს საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიულ და პოლიტიკურ მნიშვნელობას:

„ზოგი ხუთჯვრიან დროშას „მიშას დროშას“ უწოდებს, თუმცა ეს მართებული არ არის. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი ისტორიული დავითიანი დროშა, რომელთან ერთადაც გავიმარჯვეთ ვარდების რევოლუციაში, შევქმენით ახალი ქართული სახელმწიფო და 2008 წელს შევაჩერეთ რუსეთი“.

სააკაშვილის თქმით, სწორედ ამ ქრისტიანული დროშით უნდა დამკვიდრდეს საქართველო ბოლომდე ევროპაში, აღადგინოს ქვეყნის სიძლიერე და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები.

“ამ დროშით გაიცნო საქართველო თანამედროვე მსოფლიომ. ეს დროშა შეიყვარა ქართველმა ხალხმა და ამ დროშის დიქტატორს ისე ეშინია, როგორც ეშმაკს პირჯვრის გადაწერის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა პარტიული ლოზუნგების, არამედ ჩვენი ხუთჯვრიანი ეროვნული დროშის გარშემო“,_ წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ტერორიზმის გამართლება და უცხოეთის აგენტობა”- რა მუხლებით სდევს კრემლი გარი კასპაროვს
შემდეგი სტატიაგარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს