სააკაშვილი: ხელისუფლების ძალადობის აქტები უნდა გავანეიტრალოთ

ხელისუფლება 5-6 საათის შემდეგ შეეცდება ძალადობის აქტებს, უნდა გავანეიტრალოთ. ამის შესახებ ენმ-ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

“ყველაფერი მიდის სუპერ გეგმის მიხედვით. ხელისუფლებას ასეთი დაბალი სულისკვეთება არ ჰქონია არცერთ არჩევნებზე 2012 წლის ჩათვლით. ახლა ესენი 5-6 საათის შემდეგ შეეცდებიან ძალადობის რაღაც აქტებს, ისიც თუ გამოუვიდათ. ბოლომდე უნდა გავანეიტრალოთ. ახლა არის საქმის ბოლომდე მიყვანის დრო. ზუსტად მახსენდება ასლან აბაშიძის ბოლო ჟამი.

უბრალოდ, სიმშვიდე, ორგანიზებულობა, კიდევ მეტი ხალხის მისვლა არჩევნებში, ამათი რესურსი უკვე ამოწურულია ხალხის მიყვანის, ბოლომდე “შესხდომა” და მშვიდობიანი შეტევა, ხელისუფლების წყნარი გადასვლის თვალსაზრისით და მიზნით. მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი თუ ახლა სწორად ვიმოქმედებთ.”- ამბობს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი თბილისის 78-ე უბანზე
შემდეგი სტატიადაპირისპირება ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან- დაკავებულია ორი პირი