სააკაშვილი: ხელისუფლება წელს შეიცვლება, მაგრამ არ მინდა ქაოსით მოხდეს

“ჩემი რწმენაა, რომ ხელისუფლება წელს შეიცვლება, მაგრამ არ მინდა ქაოსით მოხდეს”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ყველას მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ შეთანხმება ადვილად მისაღწევი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ მერე პარლამენტში ვიღაცამ იმუშაოს, ამაზე პასუხი მარტივია. თუ ნაპირზე არ შევთანხმდით, წყალში შესვლას აზრი არ აქვს. ჩვენ ხომ ვიცნობთ ივანიშვილს, 9 წელია ვიღაცები პარლამენტში მუშაობენ და რას მივაღწიეთ, ერთი მითხარით. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხალხს დათახარეს თვალები და ამის გამო ივანიშვილს შეეშინდა და სედარებით პროპორციული სისტემა მისცეს.

ჩემი პირადი აზრია და რწმენა, რომ წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. მე არ მინდა, რომ ეს მოხდეს ქაოსის და არეულობის შემდეგ. მინდა, რომ ეს მოხდეს ინსტიტუტების გამოყენებით. არ მინდა, რომ ვინმეს მიმართ იყოს შურისძიება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მე ვისურვებდი, როგორც ადამიანი, რომელიც აღარ არის იმ ასაკში, რომ ქუჩა-ქუჩა ვირბინო და ციხეში იატაკი ვხეხო. ეს უნდა მოხდეს ინსტიტუციურად და კანონის ფარგლებში. ეს არის ჩემი ბუნებრივი ინსტიქტი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბეჟაშვილი: საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: სავარაუდოდ, სამადაშვილი და ბაქრაძე ახალ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერენ ხელს