სააკაშვილი – ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს კაცი იმისთვის, რომ ფულები ქაფოს

ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს კაცი იმისთვის, რომ ფულები ქაფოს – ხალხის ჯანმრთელობა არ აინტერესებთ! – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“სამედიცინო სექტორი კრიზისშია. თავის დროზე, როდესაც ჩვენ სამედიცინო რეფორმა დავიწყეთ, 150 საავადმყოფო ავაშენეთ. შემდეგი ეტაპი ექიმების გადამზადება და სამედიცინო ტურიზმი იყო. ახლა მარჯვნივ და მარცხნივ თურქეთში რომ დავრბივართ, ეს საქართველოში იქნებოდა შესაძლებელი. ციხეში, სადაც მე ვიმყოფები, ერთ ადამიანს მეოთხე სტადიის კიბო აქვს, კვდება და არ მიდის სახლში, რადგან სახლში ქიმიოთერაპიას დაზღვევა არ ფარავს, ხოლო ციხეში – ფარავს. გამოსავალია ჩვენი ექიმების დაუყოვნებლივ გადამზადება და სამედიცინო ტურიზმის განვითარება, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს კაცი იმისთვის, რომ ფულები ქაფოს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: იცით სად გადავლახე ერთხელ საზღვარი არალეგალურად? ასლან აბაშიძეს ეყენა საბაჟო ჩოლოქზე, ალიკა ქობალიამ ჩამსვა „პიკაპის“ საბარგულში, გადამაფარა „ბრეზენტი“ და ასე შევედი
შემდეგი სტატიაპატრიარქი რეზო ამაშუკელზე: იყო ბობოქარი სულის დიდი პოეტი