სააკაშვილი იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს

“ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. სანდრა ელისაბედ რულოვსი წინასწარი დაკავების იზოლატორთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. ის მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავდა. თუმცა, როგორც სააკაშვილის უფლებადამცველებმა გაარკვიეს, ის უკვე სასამართლოში გადაიყვანეს.

შესაბამისად, ადვოკატები და სანდრა ელისაბედ რულოვსი უკვე სასამართლოს შენობისკენ გაემგზარნენ.

banner
წინა სტატიაშიკურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი გაიხსნა
შემდეგი სტატიასადღობელაშვილს 12 დღით პატიმრობა მიესაჯა – დაკავებულია “ქართული მარშის” კიდევ ორი წევრი