15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

სააკაშვილი: ივანიშვილის საკენკზე გაზრდილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ცდილობს ალტერნატიული რეალობის შექმნას

“10 ლარად ნახევარ კილოზე გამახსენდა ნანული შევარდნაძე როგორ ამბობდა, კარგ დიასახლისს 7 ლარად შეუძლია ოჯახის რჩენაო.

ივანიშვილის საკენკზე გაზრდილი ე.წ. პრემიერ- მინისტრი რომელსაც უცხოპლანეტელის გამოხედვა და შეხედულება აქვს, პატრონის დავალებით ცდილობს ალტერნატიული რეალობის შექმნას.
ჩვენ ისინი მუდმივად უნდა ვამხილოთ ფასების თემაზე, სოფლის მეურნეობის განადგურებაზე, საბანკო ყაჩაღობაზე, იმაზე რაც ყველას გვაერთიანებს.

მოვუწოდებ ყველას შემოგვიერთდეს ამ კამპანიაში, რომელიც არა მხოლოდ გააშიშვლებს ამათ, როგორც ეს 10 ლარიან ხორცზე მოხდა, არამედ მოუხსნის ხალხს სპეციალურად დანერგილ შიშს”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი: წლის დასაწყისიდან აგრესორმა სახელმწიფომ მინიმუმ 7 მილიარდი დოლარი დაკარგა
შემდეგი სტატია“ხალხის ძალა” მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ მონაწილეობას აანონსებს