სააკაშვილი – ივანიშვილის დიდი კრახია, რომ ყველამ გაიგო, არჩევნები გაყალბდა და “ბუტკაში” ხალხი ფულით ვერ შეათრია

ელჩი არის შემსრულებელი, როცა არის პოლიტიკური დაკვეთა. შეიძლება იყოს უკეთესი და უარესი ელჩი. ზოგიერთი ელჩი შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანი ან იყოს ელჩი იდიოტი. საბოლოო ჯამში თუ არის რაიმე პოლიტიკა დედაქალაქების დონეზე, ეს ელჩები ამაზე რეაგირებენ , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქ ლაივის” დროს განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ კი აკრიტიკებდა ნიკა გვარამია ამერიკის ელჩს, მაგრამ ამერიკის ელჩის გამონათქვამებითაც ჩანს, რომ არჩევნები გაყალბდა.

“ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენს თემებზე. ელჩი, არის შემსრულებელი, როცა არის პოლიტიკური დაკვეთა. შეიძლება იყოს უკეთესი და უარესი ელჩი. ზოგიერთი ელჩი შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანი ან იყოს ელჩი იდიოტი. საბოლოო ჯამში თუ არის რაიმე პოლიტიკა დედაქალაქების დონეზე, ეს ელჩები ამაზე რეაგირებენ. თუ პოლიტიკა არ არის თავის თავზე იღებენ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამორიცხო ლობიზმის ელემენტებიც, ზოგჯერ არის ხოლმე, მაგრამ ჩვენ ამაზე არ უნდა ჩავიციკლოთ. თუ ჩვენ ვიქნებით ბევრი, ორგანიზებულები, ვიმოქმედებთ სწორად, საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება ჩვენს მხარეს. თუ ჩვენ თვითონ არ ვიბრძოლებთ ჩვენთვის, მაშინ ნურავის ნურაფერს დავაბრალებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა.

ნიკა გვარამია პატრიოტი ადამიანია, იბრძვის მარტო და მას გვერდში დგომა სჭირდება. ნიკა გვარამიას ანტიამერიკელობა არ გაიშვას. მინისტრობიდან გაგვექცა ისე უნდოდა ამერიკაში სწავლა. ამერიკის წარმოუდგენელი ფანია. გუშინ კი აკრიტიკებდა ნიკა ამერიკის ელჩს, მაგრამ ამერიკის ელჩის გამონათქვამებითაც ჩანს, რომ არჩევნები გაყალბდა. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტებმა თქვეს ძალიან მკვეთრად, რომ არჩევნები გაყალბდა. ნუ მოვთხოვთ იმ ხალხს, რომ ჩვენ მაგივრად რაღაც გააკეთოს. ივანიშვილის დიდი კრახია, რომ ყველამ გაიგო, არჩევნები გაყალბდა და “ბუტკაში” ხალხი ფულით ვერ შეათრია. მისი კრახია, რომ იდეოლოგიური ბრძოლა მთლიანად წააგო. ახლა უკვე ტექნიკის საკითხია და ეს ერთობლივად უნდა გამოვიმუშაოთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაUSAID – მივესალმებით, რომ ISFED-მა საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა PVT და გაასაჯაროვა