სააკაშვილი: ივანიშვილი ვერ ეღირსება ამეჯრად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამჯერად “ევროკავშირის რეფერენდუმი” საერთო, სახალხო რეფერენდუმად უნდა გარდაიქმნას, რომელიც ხელისუფლების შეცვლისკენ იქნება მიმართული.

მისი აზრით, გუშინდელი გადაწყვეტილებით ივანიშვილმა ოქტომბრის არჩევნებზე მარცხი წინასწარ აღიარა.

“ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემ ვალდბეულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამ ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამეჯრად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია. ახლა უკვე საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების, მენდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არასდროს არ გიღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა, ამოღებულია 5 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება, ასევე 10 ლიტრი და 896 გრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება
შემდეგი სტატიავაშაძე: ჩემი ხმა სრულად პროპორციულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება