5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

სააკაშვილი: ივანიშვილი ისტერიულად ეძებს საფუძველს ამერიკასთან ნორმალიზაციისთვის, რამის დათმობის გარეშე

“ყველაფერი ძალიან მარტივია დებატებზე. ივანიშვილი ისტერიულად ეძებს საფუძველს ამერიკასთან ნორმალიზაციისთვის, რამის დათმობის გარეშე. ეს “დებატები” სწორედ ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილია და მათი ჩატარება ურჩიეს ოლიგარქის ამერიკელმა ლობისტებმა.
ეს არის არანორმალური სიტუაციის ნორმალიზების მცდელობა. ყველა ვინც ამაში ივანიშვილს ხელს უწყობს არის ამ გეგმის ნაწილი და ყველაფერი დანარჩენი არის ფუჭი გამართლებები.
ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს და ამ ომში საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება. დაფიქრდით რა იქნებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელი პოლიტიკოსები რომ დამსხდარიყვნენ გერმანულ რადიოში გებელსთან სადებატოდ.
და აქაოდა ოპოზიციასთან დებატებს და დიალოგს აწარმოებსო, ვაშინგტონი რომ ჩაეხუტოს ივანიშვილს და ყველა რეპრესიული კანონი ძალაში დარჩეს, პატიმრები ციხეში – მოდებატეები როგორ იგრძნობთ თავს?
თუ უბრალოდ იტყვით, სამაგიეროდ სიმართლე ვუთხარითო?
სინამდვილეში ან ივანიშვილის პირდაპირი დავალების ამბავია, ან საკუთარი თავის წარმოჩენის ნებისმიერი საშუალებას ებღაუჭებით.
სიკო ჯანაშიამ კი თავის დროზე თავი იმით დამამახსოვრა, რომ ამერიკელი მასწავლებლების პროგრამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
ზოგადად კი აქვს კომპეტენცია, მაგრამ რა დროს კომპეტენციით ყელყელაობაა? ქვეყნის საყოველთაო ჩამონგრევის ფონზე განათლების რეფორმის ტექნიკურ ასპექტებზე დებატი ძალიან უკეთეს შემთხვევაში უკიდურესი მიამიტობაა, ისე კი მავნებლობაა.
შეიძლება ვინმემ ეს ჩემი პოსტი ზედმეტად მკვეთრად ჩათვალოს მაგრამ აღარ არიან პატარა ბიჭები და უნდა იცოდნენ თუ რას გამოიწვევს მათი ქმედებები”,-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ქუჩაში გამოდის
შემდეგი სტატიაBBC: ოცნებას საჩივარზე ვუპასუხეთ