7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

სააკაშვილი: ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში

“ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში. სტუ ბევრ ფაკულტეტზე კარგ განათლებას აძლევს, კერძოდ კი ენერგეტიკაზე, გეოლოგიაზე, კავშირგაბმულობაზე, ჰიდრო-ინჟინერიაზე, სამშენებლოზე, საავიაციოზე, ხიდების და გვირაბების მშენებლობაზე, ტელემექანიკაზე.

ეს არის გლობალური კატასტროფა, რითაც საქართველოს საბოლოოდ გადაისვრიან მესამე ხარისხოვანი ქვეყნების კატეგორიაში!

ივანიშვილმა თავზე დაგვასვა ყველაზე გაუნათლებელი ხალხი (თვითონ, ზებრა პრეზიდენტი და უამრავი სხვა) რითაც დაგვანახა, რომ განათლებას არანაირი ფასი არ აქვს. ახლა კი გამოაცხადა ეს კატასტროფა ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებით.
ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიურიც იმიტომ მოკლა ჯაყომ, რომ იქაც საინჟინრო პროფესიაზე იყო მთავარი აქცენტი.

ე.ი. ქართველები შეიძლება იყვნენ, როგორც ოლიგარქის ერთი მოლაპარაკე თავი ამტკიცებს, მხოლოდ შუშის მბერავები, შავი მუშები და მიმტანები, WTF?,-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: არის ძალიან მძიმე და ღრმა კრიზისი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი”, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა