“ივანიშვილმა დახურა ჩემ მიერ შექმნილი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, სადაც დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტის ცენტრი იქნებოდა. უარი თქვა ამერიკის მთავრობის ფულზე და არ შეუშვა GeorgiaTech. სამაგიეროდ შექმნა თავისი კატასტროფული ტექნიკუმი (მე იმას უნივერსიტეტს ვერ ვუწოდებ) ქუთაისში, სადაც უცხოპლანეტელებთან სასაუბრო ენას ასწავლიან.
ნუ, ეს კაცი დღესაც რომ მე მეჯიბრება, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ ნუთუ არ გიტყდებათ, რომ საქართველო ბოლო 14 წლის მანძილზე ისევ ჩემი შექმნილი დღის წესრიგის გარშემო ტრიალებს და ვერანაირად წინ ვერ წაიწია?”_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.














