“ივანიშვილი და მისი ამბსონები და პატრონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს – ან მონობა ან ომი, ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ მონობას არ ავირცევთ საქართველოში იქნება ომი, სინამდვილეში, მათ უნდათ, რომ მოგვიტანონ მონობა და ომი,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი საუბრობს.
სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ აქვთ “ცივი ომი” პარტნიორების წინააღმდეგ და ქვეყანა კარგავს მეგობრებს.
“ომი მოაქვთ მათ, მათ გამოუცხადეს ცივი ოიმი მთელ ცივილიზებულ სამყაროს და მას შემდეგ, რაც დავრჩებით ჩვენ ბოლო მოკავშირის გარეშე, რუსეთი გადაგვსანსლავს და გაგვიჩაღებს ომს თითოეულ ქართველს, გაანადგურებს საქართველოს. ივანიშვილი გვთავაზობს ან მშვიდობა ან ომი, ან მონობა ან ომი, სინამდვილეში, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, არა მონობას!” – ამბობს სააკაშვილი.