12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

სააკაშვილი: ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე

“ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის გაყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ივანიშვილი გეგმავს სასახლის ფუნქციისა და არქიტექტურის შეცვლას.
“ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას.
სახელმწიფოს განადგურებასთან ერთად, ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი, ანადგურებს ასევე სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებს. ეს სასახლეც არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, 9 წლიანი ოქროს ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო. თუ სახელმწიფო აღარ იარსებებს, პრეზიდენტის სასახლე რაღა შუაშია.
დიქტატორს და მის პატრონებს უნდათ ქართველებს დაავიწყონ, რომ სულ ახლახან ისინი იყვნენ წარმატებულები. დარწმუნებული ვარ თუ დასცალდა გამოცვლიან დროშას, გერბს და ჰიმნსაც. სამწუხაროდ არასდროს შევმცდარვარ პროგნოზებში”,-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
შემდეგი სტატიაზელენსკი: “უკრაინამ დაასანქცირა კომპანიები, რომლებიც რუსულ ჩრდილოვან ფლოტს ემსახურებიან და გადააქვთ სანქცირებული ნავთობი”