სააკაშვილი: ივანამ და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ არ მიმიშვან ჩემს ხალხთან

“მე ვერ ჩავდივარ ჩემს აშენებულ ბათუმში ხალხთან შესახვედრად, ვერ ვნახულობ ლაზიკის პორტს, ქუთაისს, ჩემს კახეთს, გორს, იმიტომ, რომ ივანამ და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ არ მიმიშვან ჩემს ხალხთან.

დაე, მათი სულელური ბრალდებებით ხალხმა გამასამართლოს ბათუმის ერას მოედანზე, ან თბილისის თავისუფლების მოედანზე!

მათ უნდათ, რომ უხარისხო ვიდეო გამოსახულებით მიყუროთ და ხეირიანად ვერ გაიგონოთ თუ რას ვამბობ, რადგან მათ ეშინიათ იმის, რომ მე ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა მექნება!“ – მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ე.წ. “სასამართლო პროცესზე”-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ სოჭის აეროპორტს დაარტყა
შემდეგი სტატიასუს-ი ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს აქვეყნებს