25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

სააკაშვილი: ისტერიკაში მყოფი “ოცნება” ატრიალებს ჩემს ფრაზას “ყველანი ციხეში”, ოღონდ პირველი ნაწილი გამოტოვებული აქვთ

“ისტერიკაში მყოფი “ოცნება” TV-ში ატრიალებს ჩემს ფრაზას “ყველანი ციხეში”, ოღონდ მოკრძალებით გამოტოვებული აქვთ ამ ფრაზის პირველი ნაწილი, “ნულოვანი ტოლერანტულობა კრიმინალს”.

გამონათქვამს იმ საქართველოზე, რომელიც ჩაფლული იყო კრიმინალში, ბავშვის გარეთ გაშვება და მანქანის დატოვება არ შეიძლებოდა, მკვლელობები იყო ყოველ ნაბიჯზე, წამალზე იყო შემჯდარი ახალგაზრდობის ნახევარი.
ჩვენ ვიჭერდით კრიმინალებს. ესენი იჭერენ ოპერის მსოფლიო ვარსკვლავს, ჟურნალისტებს, პოეტებს, მწერლებს, იდეალისტ წესიერ ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს.

ჩვენ დროს იჭერდნენ ხალხის უსაფრთხოებისთვის, ესენი იჭერენ საკუთარი კორუფციული ბანდის გადარჩენისთვის”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ოცნება”: შექმნეს ცოტნე ივანიშვილის ყალბი გვერდი და მოქალაქეებს შეხვედრებზე იბარებენ
შემდეგი სტატია“პუბლიკას” პარლამენტში აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმეს