სააკაშვილი: იყო ასეთი პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მშვიდობიანად დათმო ძალაუფლება

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა, აღიაროს დამარცხება. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი “ყველაფერს დაკარგავს”.

“შენ პოლიტიკა არ გესმის. ახლა მომისმინე მე. ეს ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ დაკარგავ ყველაფერს საერთოდ. ამიტომ არ გირჩევ იმის კეთებას, რასაც აკეთებ. მაგალითად, შეხედე, როგორ იქცევიან პოლიტიკოსები. უახლოეს წარსულში იყო ასეთი მმართველი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მშვიდობიანად დათმო ძალაუფლება, იმ წუთში გამოაცხადა თქვენი გამარჯვება და 1 თვე გეხმარებოდათ, რომ სტაჟირება გაგევლოთ მინისტრების პოსტებზე, პრემიერმინისტრის პოსტზე და ა.შ. ამიტომ არ აქვს აზრი იმას, რასაც აკეთებ. ეს დამთავრდება იმით, რომ საერთოდ ყველაფერს წააგებ, თავსაც წააგებ”.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები და ლიდერები პარლამენტის წინ „იფსოსის“ ეგზიტპოლის შედეგებს ფოიერვერკითა და შეძახილებით შეხვდნენ
შემდეგი სტატია“ოპოზიციის ერთობის და კოალიციის გარეშე, ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოვიყვანთ”