სააკაშვილი: იცით სად გადავლახე ერთხელ საზღვარი არალეგალურად? ასლან აბაშიძეს ეყენა საბაჟო ჩოლოქზე, ალიკა ქობალიამ ჩამსვა „პიკაპის“ საბარგულში, გადამაფარა „ბრეზენტი“ და ასე შევედი

რაც შეეხება საზღვრის კვეთას, იცით სად გადავლახე ერთხელ საზღვარი არალეგალურად? ასლან აბაშიძეს რომ ეყენა საბაჟო ჩოლოქზე, ალიკა ქობალიამ ჩამსვა თავისი „პიკაპის“ საბარგულში, გადამაფარა „ბრეზენტი“ და ასე შევედი ასლანის კონტროლირებად ტერიტორიაზე – ამაზეც ხომ არ გამასამართლებდით სხვათა შორის, ეს დაუმატეთ ბრალს აუცილებლად, იმიტომ რომ ეს გაკეთებული მაქვს ნაღდად, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, ბათუმი სრულად მისი აშენებულია და სირცხვილია, რომ თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვს.

„რაც შეეხება საზღვრის კვეთას, მე რომ გავხდი პრეზიდენტი საზღვარი საქართველოს არ ჰქონდა. საქართველოს არ ჰყავდა არც სანაპირო კატარღები, ერთი ცალი დადიოდა რაღაც დანგრეული, ამერიკელების ნაწყალობები ჰქონდა. საქართველოს არ ჰქონდა არც რადარები, არც საჰაერო დრონები და ასე შემდეგ. აი მეგობრებო, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. მე მინდა მივმართო ყველას ვინც მეთანხმება და ვინც არ მეთანხმება. სირცხვილი არ არის? თქვენ თვითონ ხომ დადიხართ ბათუმში, ხომ გსიამოვნებთ სანაპირო ბულვარი. ძალიან ბევრი რაღაც სამწუხაროდ, ვერ დავამთავრეთ და მე კიდევ სხვა თვალით ვუყურებ რა შეიძლებოდა იქ გაკეთებულიყო, მაგრამ რაც მოვასწარი ისიც ხომ მაგარია. ვისაც არ ახსოვს ბათუმი იყო ერთი დაჭაობებული სოფელი, სადაც შესასვლელად ჩვენ ჩოლოქის საზღვრის გავლა გვჭირდებოდა და იცით სად გადავლახე ერთხელ საზღვარი არალეგალურად? ასლან აბაშიძეს რომ ეყენა საბაჟო, ალიკა ქობალიამ ჩამსვა თავისი „პიკაპის“ საბარგულში, გადამაფარა „ბრეზენტი“ და ასე შევედი ასლანის კონტროლირებად ტერიტორიაზე. მე მაშინ ვიყავი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, პატარა კაცი არ ვიყავი, საქვეყნოდ ცნობილი – „ბრეზენტგადაფარებული“ შევედი. ამაზეც ხომ არ გამასამართლებდით, სხვათა შორის, ეს დაუმატეთ ბრალს აუცილებლად. იმიტომ რომ ეს გაკეთებული მაქვს ნაღდად. აღარ არის არც ჩოლოქი და არც ის ბანდიტები იქ. სირცხვილი არ არის რომ სააკაშვილმა, რომელმაც გაგიუქმათ ეს საზღვარი, აგიშენათ ბათუმი, ის ბათუში მალულად უნდა დადიოდეს, რაღაც სამართლიანობა ხომ უნდა არსებობდეს ამ ქვეყნად, “კეპკა” ჩამოფარებული, “კაპიუშონ” გადაფარებული, იმ ადგილებში, რომელიც ყველა კვადრატული ნაწილი ჩემი და ლევან ვარშალომიძის დაგეგმილია და დაწყებულია და რამდენი გაგვიჩერეს, არ არის ეს სირცხვილი?თითოეული თქვენგანი დაფიქრდით. მე არ გეუბნებით რომ ხმა მომეცით, მაგრამ ნუთუ არამაქვს უფლება, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთელ გავიარო ბათუმში თავისუფლად, რომელიც მე ავაშენე?“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმელია: უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ნაწილის მაჯისცემიდან ჩვენ ხელი ავიღეთ
შემდეგი სტატიასააკაშვილი – ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს კაცი იმისთვის, რომ ფულები ქაფოს