რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ჰააგის სასამართლოს- სააკაშვილის კომენტარი

მიხეილ სააკაშვილის განცხადება

ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის გამოძების დაწყების ფაქტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

saakashvili-ukraina
,,მივესალმები და მხარს ვუჭერ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოიძიოს სამხედრო დანაშაული, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესია, რომელიც ჩადენილი იქნა 2008 წელს. მე ჩემი კარიერა დავიწყე როგორც ადამიანის უფლებათა საკითხების სპეციალისტმა და მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის შეიარაღებული კონფლიქტის დროს. 2004 წელს მე ვიყავი ინიციატორი საერთაშორისო ტრიბუნალის მხრიდან მომხდარიყო აღიარება და მოველოდი მკაფიო პასუხებს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ოკუპაციაზე, მკვლელობებზე, მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლებიდან გამოყრასა და სხვა სამხედრო დანაშაულებებზე.
ფაქტების დადგენის პროცესი რთული იქნება, იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს მთავრობას აკონტროლებს რუსული ,,გაზპრომის” მსხვილი აქციონერი, რომელსაც აშკარად უკავია პრო რუსული პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ასევე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას. იმედს გამოვთქვა, რომ ეს გარემოებები ხელს არ შეუშლის სიმართლის დადგენას, ძიებასა და დამნაშავეების დასჯას” – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

ჰააგა 2008 წლის ომს გამოიძიებს (სასწრაფო ნიუსი)

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ ფატუ ბენსუდას შუამდგომლობა 2008 წლის ომის გარემოებების გამოძიების დაწყების თაობაზე.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო გამოიძიოს სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს რუსეთთან ომის პერიოდში მოხდა.
როგორც სასამართლოს გვერდზე იტყობინებიან, გამოიძიებული იქნება 2008 წლის 1 ივნისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ საბერძნეთი შესაძლო პასპორტ-კონტროლზე გააფრთხილა
შემდეგი სტატიაჰააგის გადაწყვეტილებაზე თეა წულუკიანი ბრიფინგს მართავს