სააკაშვილი – გუშინდელი აქცია იყო უფრო ხალხმრავალი, ვიდრე „მაიდნებზე“ უკრაინაში, „ეროვნული მოძრაობის“ გარიჟრაჟზე 9 აპრილს და „ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი

არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი.

„მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით უფრო ხალხმრავალი, ვიდრე „მაიდნებზე“ უკრაინაში, ვიდრე „ეროვნული მოძრაობის“ გარიჟრაჟზე 9 აპრილს და „ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა.

გაუმარჯოს ერთობას!

არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!”, – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმმართველი ძალისგან მოვითხოვთ კანონის დაუყოვნებლივ გაწვევას – განათლების სფეროს მკვლევრების განცხადება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი 18:00 საათზე ბრიფინგს გამართავს