სააკაშვილი: გომელაურის განცხადება ნიშნავს – მიდით, ძარცვეთ, აუპატიურეთ, წაართვით, დააუთოეთ

მიხეილ სააკაშვილი ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება :

“აბსოლუტურად სწორად თქვით, რომ [როდესაც] პოლიციის მინისტრი ამბობს, ათი მილიონი რომ მოეთხოვა იმას მივცემდითო, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ეუბნებით, მიდით და მოითხოვეთ, მოითხოვეთ და მოგეცემათ, მიდით, ძარცვეთ, აუპატიურეთ, დახვდით სადარბაზოებში, ჩამოგლიჯეთ კისრიდან კულონები, გააუპატიურეთ ახალგაზრდა გოგოები სადღაც სადარბაზოებში ან სადმე, მისდექით, შევარდით, წაართვით, დააუთოეთ – აი, ეს არის პირდაპირ მისი სიტყვიდან, რომ ათი მილიონიც რომ მოეთხოვა კრიმინალს ათივეს მივცემდი, ჩვეულებრი კრიმინალების ენაზე, მასობრივად მოდებულ კრიმინალების ენაზე ეს ითარგმნება ზუსტად ამ სიტყვებით. ”

banner
წინა სტატიაშისვანეთის ტყეში ისევ ხანძარია
შემდეგი სტატიაფოფხაძე: ვისაც ჩავთვლი რომ ბილწია, მე იმას არ შევეკვრები