სააკაშვილი გლდანის ციხის ეპიზოდს აღწერს: ცემა-ტყეპითა და გინებით ამიყვანეს, შემომახიეს ტანსაცმელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანის მომენტს იხსენებს. მიხეილ სააკაშვილსი ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციამ ის მოტყუებით მიიყვანა გლდანში, სადაც პატიმრები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული მისი გადაყვანის შესახებ და შუმოკითა და გინებით შეხვდნენ.

“გლდანში პატიმრებმა წინაწარ იცოდნენ, რომ მე მივდიოდი. არ იყო კარგად სასწრაფოს კარები გაღებული, რომ ატყდა ჩემი სახელის ძახილი და შუმოკი. არავინ იცოდა, რომ იქ მივდიოდი, ყველას ეგონა გორის ჰოსპიტალი, პატიმრებმა კი რატომღაც იცოდნენ.

შემდეგ გაიღო კარები, მე ვუთხარი, არ გაქვთ უფლება, ჩემი ნებართვის გარეშე გადამიყვანოთ, მათი პასუხი იყო, მაინც გამოგიყვანთ. ამ დროს ისმის შუმოკი, დედის გინება, ლანძღვა, ძალით გადმომათრიეს მანქანიდან, ძალიან ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობა, გამაძვრეს ფეხსაცმელები, ზედა ტანსაცმელი, შემომახიეს ნაწილი და ასე შიშველი ამიყვანეს ცემა-ტყეპით და გინებით და დამაგდეს პალატაში – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე პიარისთვის დაარქვეს, ის ოფიცრები დაკავებულები იყვნენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩემი სიცოცხლე მთლიანად ეკუთვნის საქართველოს