სააკაშვილი: გია ხარჩილავას დროშა ჩვენ უნდა ავიტაცოთ უახლოეს დღეებში და კვირებში, ჩვენს ქუჩებში და მოედნებზე

გია ხარჩილავა იყო ჩემთვის ძალიან საყვარელი პატარა ქალაქის წალენჯიხის მერი და ერთდროულად ერთადერთი ოპოზიციური მერი საქართველოში, მაგრამ ამასთანავე, ის იყო ძალიან დიდი ადამიანი, ღრმად განსწავლული, ბრწყინვალე ორატორი და უერთგულესი თანამებრძოლი.
მე მას ვიცნობდი მხოლოდ ტელევიზიით და ჩემი მასთან მიმოწერით, მაგრამ ესეც საკმარისი იყო გამეგო რომ უბრალოდ გულიანი ადამიანი კი არა, ერთი დიდი გული იყო.
არჩევნების შემდეგ საათებში და დღეებში ინტენსიურად ეკონტაქტებოდა ჩემს ახლობლებს და ძალიან განიცდიდა, რომ ვერ შეძლო არჩევნების მიტაცების სპეცოპერაციის შეჩერება. სწორედ ამის გამო შეწყდა ეს დიდი გულად ქცეული ადამიანის სიცოცხლე.
როგორ ვდარდობ, რომ პირადად ვეღარასდროს შევხვდები…
მისი დროშა ჩვენ უნდა ავიტაცოთ უახლოეს დღეებში და კვირებში, ჩვენს ქუჩებში და მოედნებზე. ჩვენი თავისუფლების წართმევის გარდა, მისი სიკვდილი არ უნდა შერჩეს დიქტატურას.
გავიმარჯვებთ სახელოვნად გია ხარჩილავას გულისთვის!-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება მორიგი დისკრედიტაციული კამპანიის შესახებ
შემდეგი სტატიაკობახიძეს “წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და გამარჯვება” ირანის პრეზიდენტმა მიულოცა