9.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

სააკაშვილი: გაფრთხილებდით მე ივანიშვილი „ბესპრედელშიკია“-მეთქი და უმრავლესობას ეს გადაჭარბება ეგონა

გაფრთხილებდით მე ივანიშვილი „ბესპრედელშიკია“-მეთქი და უმრავლესობას ეს გადაჭარბება ეგონა – იხილეთ როგორ გამოიყურება „ბესპრედელი“. ამით ყველას ეუბნება – „ჯერ ციხეში ჩაგსვამთ და მერე იქ იქნებით ყველაზე დაუცველიო” და ეს მხოლოდ დასაწყისია,- ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გლდანის ციხეში ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელს, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ასევე ბრალდებულები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი კიდევ ოთხი პირი.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ძმებ ფეიქრიშვილების წერილები ციხიდან არ მოეწონა, ამიტომ ბერა ივანიშვილის უახლოეს სამეგობროს უთხრა, რომ ეს ამბავი მოეგვარებინათ.

„ჩემთვის უკვე დღესავით ნათელია თუ რა მოხდა. ივანიშვილს არ მოეწონა ძმები ფეიქრიშვილების წერილები ციხიდან. ბერას უახლოეს სამეგობროს, კაწროს და ყიფიანს უთხრეს, როგორც გინდათ ისე მოაგვარეთ ეს ამბავიო. ამათაც მიგვიშვით ფეიქრიშვილებთან და მერე ჩვენ ვიცითო.

დადგეს ვაკის პარკის კაფეში ძალიან იაფფასიანი სცენა ვითომ ჩხუბის. დადგმული რომაა კადრებშიც კარგად ჩანს. მერე ესენი ვითომ დაიჭირეს, მიუშვეს ციხეში და იქ სასტიკად გაუსწორდნენ ივანიშვილის გაბრაზებულ ფეიქრიშვილებს, რომელთა საკანში რატომღაც სათვალთვალო კამერა არ აღმოჩნდა, მაშინ როცა ასეთი კამერა აყენია სისტემის უკლებლივ ყველა საკანში, ამ ერთის გარდა.

ხალხო ხვდებით მაინც, რა დღეში აღმოვჩნდით?

გაფრთხილებდით მე ივანიშვილი „ბესპრედელშიკია“-მეთქი და უმრავლესობას ეს გადაჭარბება ეგონა. ჰოდა იხილეთ როგორ გამოიყურება „ბესპრედელი”. ამით ყველას ეუბნება – „ჯერ ციხეში ჩაგსვამთ და მერე იქ იქნებით ყველაზე დაუცველიო“ და ეს მხოლოდ დასაწყისია, თუ ჩვენ თვითონ არ დავუსვით დასასრული”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: „პარტიების აკრძალვით მილიონზე მეტ ქართველს არჩევანის უფლებას წაართმევენ“
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე: „რუსეთთან ურთიერთობაში ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს კი არა, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება“