11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

სააკაშვილი: გამაკვირვა TV-თი ერთი მძღოლის ხვეწნა-ნარევმა ტონმა… სადღა გაქვთ სახელმწიფო? ეს ტერორის ინსტრუმენტია!

“ჩემი სოლიდარობა მძღოლების და კურიერების აქციას! ყველანი უნდა აღვუდგეთ წინ ხალხის ჯარიმებით ტერორს.

ისე კი გამაკვირვა დღეს TV-თი ერთი მძღოლის ხვეწნა-ნარევმა ტონმა “ჩვენ გვერდზე ვუდგავართ სახელმწიფოს და ისიც ხო უნდა დაგვეხმაროსო”
სადღა გაქვთ სახელმწიფო? ეს ტერორის ინსტრუმენტია მხოლოდ, სადამდე უნდა უჩლიქოთ ამ ბანდას ენა? ხვეწნით არაფერი გამოდის, მხოლოდ იძულებაა ერთადერთი გზა!

მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას პროტესტმა, აზერბაიჯანელი ფერმერებიდან, ბათუმის სოციალურად დაუცველებამდე, თბილისელი მძოლებიდან უამრავ სხვა შევიწროებულ კატეგორიამდე. ძირს კლეპტოკრატიული დიქტატურა!”_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა კუბის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
შემდეგი სტატია“ბოლო იმედი თქვენი თანადგომაა” – 22 წლის ბიჭს საზოგადოების დახმარება სჭირდება