მიხეილ სააკაშვილი იხსენებს პერიოდს, როცა საქართველო ევრობასკეტზე ისტორიულად გავიდა და ამ კონტექსტში ხაზგასმით ამბობს, რომ მომავალში „მედროვე ადამიანებთან“ და ხელისუფლების მიმდევრობაზე ორიენტირებულ ფიგურებთან დაახლოება არ უნდა განმეორდეს. მისი თქმით, გუშინდელმა მატჩმა და საზოგადოების მკვეთრმა რეაქციამ ნათლად აჩვენა, როგორ იცვლება საზოგადოებრივი განწყობა და როგორ კარგავენ გავლენას ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები.
„გუშინ კალათბურთზე ნათლად გამოჩნდა, რომ „ქოცებს“ ყველგან ეწვით ფეხქვეშ მიწა. ამათ არხებმა მხოლოდ „ქარდების“ დადება შეძლეს, ასე რომ, ვირტუალურ რეალობასაც ვეღარ ქმნიან.
ევრობასკეტზე პირველად რომ გავედით, მაშინ ჩემს ნიკუშასთან ერთად ვიყავი თამაშზე და შერმადინმა გადამწყვეტი ქულები მოიპოვა, მაშინ მე მეფიცებოდა სიყვარულს. გაკვეთილია ყველასთვის, რომ მედროვეები არ უნდა გავიკაროთ მომავალში.
ვულოცავ უკრაინას მოგებას თბილისში. ქართული კალათბურთი ისევ ამოიწევს, როცა „ქოცები“ გაქრებიან!“- წერს სააკაშვილი.
საქმე ეხება გიორგი შერმადინის მიერ უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე, როდესაც კალათბურთის ვარსკვლავმა ირაკლი კობახიძეს სპორტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა – ჟესტი, რომელმაც დარბაზში მყოფი გულშემატკივრების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
შერმადინის გამოსვლა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოხვდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ თბილისურ მატჩში 79:92 მოიგო, ხოლო შეხვედრა თავად შერმადინისთვის სანაკრებო კარიერის ბოლო იყო.


















