სააკაშვილი: ესენი თუ დარჩნენ, ვინ დაელაპარაკება ამ რთულ პერიოდში საქართველოზე მსოფლიო ლიდერებს

აშშ-მ სააკაშვილს ოდესაში დახმარების გაწევა აღუთქვა

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადასაქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს “ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვისას აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატებზე ისაუბრა და თქვა, რომ ის კანდიდატებს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან კარგად იცნობს: “ორივეს (ჰილარის კლინტონს და დონალდ ტრამპს) ძალიან კარგად ვიცნობ. ჰილარი რამდენჯერმე იყო საქართველოში, სწორედ მან წარმადგინა ნობელის პრემიაზე. ჰილარის ქმარსაც ძალიან კარგად ვიცნობ. მიმაჩნია, რომ ჰილარი ძალიან კარგი იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის. ტრამპსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ბათუმში ვიყავით 24-ე სართულზე, დისკოთეკაზე, დილამდე იქ ვლაპარაკობდით და შემდეგ დილის 5 საათზე ელექტრომობილით წამოვედით, ღამე მიდიოდა გზის მშენებლობა და გავიჭედეთ 2 გზისმშენებელ მანქანას შორის. სხვას შეეშინდებოდა, მაგრამ ტრამპი ძალიან მხიარულად იყო. მაშინ მან მითხრა: “მიშა, დაიმახსოვრე, ეს აღმშენებლობის პერიოდი შეზღუდული დროით არის და მერე როგორც წესი, წყდება ხოლმეო და ამიტომ, მაქსიმალური სიამოვნება მიიღე სანამ არისო”. მერე ამერიკაში, რომ ჩავედი დამირეკა, დამპატიჟა და მითხრა, რომ ,ალბათ, შენ ბევრი შენი მეგობარი პრეზიდენტი აღარ გირეკავსო, აი, მე კიდევ გირეკავო და ამერიკის პრეზიდენტი რომ გავხდები მაშინაც დაგირეკავ და მოგიყვან ჩემთან საჭმელადო. ასე რომ ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ტრამპი უფრო არაპროგნოზირებადია ნამდვილად, ახლა მისი შანსები საკმაოდ გაზრდილია” – თქვა სააკაშვილმა და ამით ახსნა მისი ხელისუფლებაში დაბრუნება, რომ საქართველოს ყავდეს ისეთი ლიდერი, რომელსაც შეეძლება მსოფლიო ლიდერებს დაელაპარაკოს: “ერთი რამ მინდა ვთქვა: ამათგან რომელი იცნობს ჰილარის ან ტრამპს? ესენი თუ დარჩნენ, ვინ დაელაპარაკება ამ რთულ პერიოდში საქართველოზე მსოფლიო ლიდერებს? პუტინი ისედაც არ ელაპარაკება ამათ, პუტინისთვის ესენი მონები არიან, როგორც ივანიშვილი არ ელაპარაკება თავის მონებს, ისე პუტინი არ ელაპარაკება ივანიშვილს. დაახლოებით, პუტინის მოპყრობა ივანიშვილის მიმართ არის ისეთი, როგორც, აი, ივანიშვილი ეპყრობა ჯაჭვლიანს. აი, ასეთი დონის ურთიერთობები აქვთ და თანასწორი ურთიერთობა, რაც ჩვენ გვქონდა მსოფლიო ლიდერებთან, პატარა ქვეყნისთვის არის უნიკალური” – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ისევ საბჭოეთს მისტირის
შემდეგი სტატიაპარიზის მეტრო სპეცრაზმის ალყაშია