სააკაშვილი: ეს ძველი “ტრიუკია”, ბიუჯეტიდან ფული გადაქაჩო საკუთარ ჯიბეში და მერე ყველაფერი შენს თავზე მიიწერო

ის რაც ხდება საქართველოში, ჩემი აზრით სრულიად ხელოვნური შეფერხებაა. იმედია ეს იმისთვის არ ხდება, რომ ივანიშვილი გამოხტეს უახლოეს ორ-სამ დღეში, და თქვას რომ ის შემოიტანს ამ ტესტებს და უფასოდ დაურიგებს ხალხს – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს საშუალება უპრობლემოდ შემოიტანოს ტესტები ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

„რაც შეეხება ერთჯერად ტესტებს. ერთჯერადი ტესტების შემოტანა ხდება დიდი რაოდენობით ახლა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინამ შემოიტანა საკმარისზე მეტი ჩინეთიდან. პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს საშუალება უპრობლემოდ შემოიტანოს ტესტები ჩინეთიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან.

ის რაც ხდება საქართველოში, ჩემი აზრით სრულიად ხელოვნური შეფერხებაა. იმედია ეს იმისთვის არ ხდება, რომ ივანიშვილი გამოხტეს უახლოეს ორ-სამ დღეში, და თქვას რომ ის შემოიტანს ამ ტესტებს და უფასოდ დაურიგებს ხალხს…

იმიტომ, რომ ეს ძველი “ტრიუკია”, ბიუჯეტიდან ფული გადაქაჩო საკუთარ ჯიბეში და მერე ყველაფერი შენს თავზე მიიწერო, როდესაც აღმოჩნდება რომ ბიუჯეტს არ აქვს ელემენტარული ფული. ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ ჩვენი ხალხი ამას გადაყლაპავს! უნდა მორჩეს ეს ჯამბაზობა და დროზე დაურიგონ ხალხს ტესტები, როგორც ეს კეთდება იმავე უკრაინაში, სადაც ბევრად უფრო სუსტი სისტემაა, ვიდრე მე დავტოვე საქართველოში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მორიგი ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – გვქონდა გათვლა, რომ 19 მარტს დაგვიფიქსირდებოდა 41 შემთხვევა, დაახლოებით დაემთხვა