სააკაშვილი: ენმ-სა და ნიკა მელიაზე თავდასხმები მხოლოდ ივანიშვილისა და სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. წერს, რომ დღეს ნაციონალურ მოძრაობასა და მის თავმჯდომარეზე თავდასხმები ახლა მხოლოდ სუსისა და ოლიგარქი ივანიშვილისთვის სასარგებლო სამსახურია.

“მე კარგად ვხედავ, რომ სუს-ი ცდილობს დანერგოს უნდობლობა და განხეთქილების ილუზია შექმნას. “ნაციონალურ მოძრაობასა” და ნიკა მელიაზე თავდასხმები მხოლოდ ივანიშვილისა და სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია.

მათთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავისი 1 მილიონი მხარდაჭერით არის მძარცველთა ბანდის ბოგინის გარდაუვალი დასასრული. ამიტომ ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ლიდერშიპის გარშემო 21-ში და შემდგომ დღეებში და ასევე, დავდგეთ საერთო პლატფორმაზე ყველა სხვა, დიდ თუ პატარა ჯგუფთან და აქტიურ მოქალაქესთან ერთად,” – წერს მიხეილ საააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაბჭოთა კავშირის დაშლა იყო ტრაგედია, ტერიტორიების 40% დავკარგეთ – პუტინი
შემდეგი სტატია“სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ პიროვნული კულტის ქვეშ არის, თავის წინამძღოლს საპროტესტო აქციასაც კი დაბადების დღეზე უანონსებენ”