სააკაშვილი ენმ-ის სიის წევრებსა და აქტივისტებს: ის დროა, ყველანი გავიდეთ ველზე

მიხეილ სააკაშვილი ენმ – ძალა ერთობაშიას წევრებსა და აქტივისტებს მოუწოდებს, ყველანი გავიდნენ ველზე”, რადგან “არც ერთი წუთი აღარაა დასაკარგი”. შესაბამისი ვიდეომიმართვა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

“31 ოქტომბერი არის ისტორიული არჩევნები, რადგან ამ დღეს გადაწყდება გვექნება ქვეყანა თუ საქართველო საერთოდ გაქრება რუკიდან.

მე მინდა მოგმართოთ ერთიანი ოპოზიციის, გაერთიანებული ოპოზიციის [ძალა ერთობაშია] სიის წევრებს და ყველა აქტივისტს: ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ის დროა, რომ ყველანი გავიდეთ ველზე. იმიტომ, რომ იმათ კიდევ ბევრი ხრიკი აქვთ მომზადებული და არ მივცეთ ამის გაკეთების საშუალება, თავი არ უნდა წამოვაყოფინოთ, ყველგან უნდა ვიყოთ, შევესიოთ ხალხთან მივიდეთ, ყველას დაველაპარაკოთ, მხოლოდ ფეისბუკზე წერა არ არის საკმარისი, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია და პირადი კონტაქტით, თითოეული ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა, ღირს მისვლა, რომ მართლაც თითოეული ადამიანის ხელშია ქვეყნის ბედი”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკოვიდ-19 დაუდასტურდა ბრალდებულ პირს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არ ყოფილა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი – მიხეილ სააკაშვილი ფართო მასშტაბის პოლიტიკოსია, რომლის ანალოგიური მონაცემებიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არავის აქვს