სააკაშვილი ემიგრანტებს: თვის ბოლოსთვის 1 კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ემიგრანტებს მიმართავს და მათ სთხოვს, თვის ბოლოს ერთი კვირით მაინც ჩამოვიდნენ საქართველოში. სააკაშვილის თქმით, გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა და ემიგრანტების ჩამოსვლა გადამწყვეტ უპირატესობას მოიტანს ხმების დაცვასა და მის მხარდაჭერაში.

“მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახალ მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირიში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი – მართლმსაჯულების სისტემას ნულოვანი ნდობა აქვს
შემდეგი სტატიარატი ბრეგაძე: ,,გუშინდელი საღამო მოცული ვიყავით იმით, რომ არც ერთი პატიმარი არ ყოფილიყო დაშავებული, ციხეში ყოფილიყო სიმშვიდე და ამ შედეგს მივაღწიეთ“