სააკაშვილი – ეცდებიან ნიკა მელიას დაჭერას

ეცდებიან ნიკა მელიას დაჭერას, უი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ, ასეთ დღეში არიან, – ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებით.

სააკაშვილის თქმით, ნიკა მელიას დაკავებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

„ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ნიკა მელიას დაპატიმრება. ვფიქრობ, ქართველი ხალხი მონახავს გზას, ორგანიზებულად, მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ არ დაუშვას ძალადობის გაგრძელება. ქართული საზოგადოება არის ღირსებით აღსავსე. ნიკა მელია გმირულად იქცევა, მაგრამ ახლა თითოეული ქართველი უნდა გახდეს ლიდერი და იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ცდიან მელიას დაჭერას, უი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ. ასეთ დღეში არიან. ეგენი თვითონ რომ არიან მხდალები, აქედანაც გადაწყვიტეს, რომ მხდალები არიან. საქართველო ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, ეს არის საქართველოს ბრძოლა საქართველოს მტრებთან. ეს არის სინათლის და სიბნელის ბრძოლა, სადაც საბოლოო ჯამში, სინათლე გაიმარჯვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ვინც ამ ე.წ. პარლამენტში შევა, ქართველი ხალხი ყველას სახეში შეაფურთხებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი – ახლა საქართველო არის გადასარჩენი