სააკაშვილი – ძალიან ბევრ არხზე თავად ვრეკავ, ველაპარაკები, ვისაც სჭირდება ჩემი რჩევა, უმეტესობას არ სჭირდება

ძალიან ბევრ არხზე თავად ვრეკავ, ველაპარაკები ვისაც სჭირდება ჩემი რჩევა, უმეტესობას არ სჭირდება, რადგან თავადაც კარგად იციან, რას აკეთებენ და ამას მხარს ვუჭერ მთლიანად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რა ფორმით იქნება მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული, რაზეც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთ არხზე თოქშოუს გაკეთებას გეგმავს.

„ვაკეთებ ერთ-ერთ არხზე თოქშოუს. ბევრი ადამიანი ჩამოდის, პოლიტიკოსებიც გამოერიენ ცოტ-ცოტა, ძალიან ბევრი ჩვეულებრივი ადამიანი ჩამოდის საქართველოდან, უბრალოდ დავისვამ გვერდზე, ველაპარაკები მათ პრობლემებზე, დავსახავთ ამოცანებს, როგორ გადავლახოთ. ჩვენ ვაწარმოებთ საქართველოს ყველა ქალაქში კამპანიას. ძალიან ბევრ არხზე თავად ვრეკავ, ველაპარაკები, ვისაც სჭირდება ჩემი რჩევა, უმეტესობას არ სჭირდება, რადგან თავადაც კარგად იციან, რას აკეთებენ და ამას მხარს ვუჭერ მთლიანად. ივანიშვილი მიიღებს სერიოზულ სიურპრიზებს, სასიამოვნო სიურპრიზები ეს არ იქნება, ეს იქნება ის სიურპრიზები, რომელიც უნდა მიიღოს დიქტატორმა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია, ეროვნულობა, სიამაყე და ყველაფერი ქართული. ივანიშვილი არის საქართველოს ეკლესიის მტერი. მე ამაში ვარ დარწმუნებული, მას ეზიზღება პატრიარქი, ეზიზღება ეროვნული ფასეულობები, ყველაფერი, რაც არის ქართველების ღირსებასთან არის დაკავშირებული, მას უნდა ქართველი იყოს მკრეფავი კომბოსტოსა და მარწყვის სხვადასხვა ქვეყნებში. მე მინდა ამაყი, ძლიერი, მდიდარი საქართველო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი ISFED-ის ანგარიშზე: “იმანამასუთხრაზე” დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა ეს ანგარიში გაჯერებული, მგონი ეს უკვე ამ ორგანიზაციის სტანდარტად იქცა
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში „ფაიზერით“ აცრის პროცესს გაეცნო