25.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

სააკაშვილი: დიქტატურის მოშორების შემდეგ პოლონეთთან თავდაცვით პაქტს გავაფორმებთ

“ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის – ამერიკამ გადაწყვიტა პოლონეთში მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსება, რითაც ძალიან ძლიერდება ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი.

პოლონეთი საქართველოს უმთავრესი მოკავშირე გახდა ჩემი პრეზიდენტობის დროს ევროპაში და გახდება ხელახლა მას შემდეგ, რაც დიქტატურას მოვიშორებთ და აუცილებლად გავაფორმებთ პოლონეთთან თავდაცვით პაქტს.
ასევე ჩვენთვის ძალიან კარგი ამბავია, ამერიკის კონგრესში ჩემი მეგობრის ლინდსი გრემის რუსების წინააღმდეგ სანქციების კანონის დამტკიცება. მოკლედ მიუხედავად რუსული ფეიერვერკებისა კიევში და სხვა ქალაქებში, საერთო სიტუაცია აშკარად ჩვენს სასარგებლოდ ვითარდება.

თან იმის გათვალისწინებით, რომ “აზოვის” შენაერთებმა (რომელთა მთელი საბრძოლო მომზადების ხელმძღვანელი, მთელი ეს დრო იყო ერთ დროს ჩემი პირადი დაცვის წევრი და შემდეგ თანაშემწე ამერიკაში, პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი) გაანადგურეს დონბასზე რუსების შეტევის ჩრდილოეთის მიმართულება და გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 3 სოხუმის ხელა ტერიტორია”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიედ შირანმა ღაზაში ისრაელის მოქმედებები გააკრიტიკა და მაქლემორის გამო ბოდიში მოიხადა
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს