სააკაშვილი: “დღეს, უკვე პირისპირ ჩავხედე თვალებში “ოცნების” შიშს და გარდაუვალ დამარცხებას… არც ერთი ნაბიჯი უკან!”

“დღეს, უკვე პირისპირ ჩავხედე თვალებში “ოცნების” შიშს და გარდაუვალ დამარცხებას… არც ერთი ნაბიჯი უკან!” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გორის ჰოსპიტლიდან გავრცელებულ მიმართვაშია საუბარი.

დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის. ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილია და მე ციხეში არ უნდა ვიჯდე და კარგად დოკუმენტირებული ფაქტების შემდეგ საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე.

დღის ანეკდოტი კი ისაა, რომ სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, “ქართული ოცნება” დიდი აზარტით არბევდა სასამართლოსთან მიტინგს და სრულიად უსამართლოდ აპატიმრებდა მონაწილეებს,
მათ შორის, ჩემს მეგობარ გიგი უგულავას, რომელსაც მხოლოდ რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს მარნეულში.

რაც არ უნდა ქნას “ოცნებამ”, დღეს, უკვე პირისპირ ჩავხედე თვალებში მათ შიშს და გარდაუვალ დამარცხებას. ეჭვი არ მეპარება, ქართველი ხალხი მალე დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს!

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, არც ერთი ნაბიჯი უკან!, – წერს მიხეილ სააკაშვილი

banner
წინა სტატიაში“აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს” | სახდეპი
შემდეგი სტატიაპროკურატურის განცხადება ზვიადაურზე: “გაუგებარია, რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა მოსამართლემ”